რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოდელს, მირანდა შელიას, ხშირად ირინა შეიკს ადარებენ. მირანდას მოსკოვში წარმატებული კარიერა აქვს და საზოგადოებაში პოპულარობითაც სარგებლობს. ის „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
რამდენიმე თვის წინ მირანდა შელიამ მილიარდელზე გრეგორი მამურინზე იქორწინა. სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეოებით ცნობილი გრეგორი და მირანდა ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებენ, თუმცა მოდელმა ამჯერად რომანტიკული კადრები გამომწერებს გაუზიარა და მათაგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა: „ეს უბრალოდ ტოპ ფოტოა“, „რა ლამაზები ხართ“, „იდეალური წყვილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.