ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ისინი სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
ამჯერად ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში ცოლისა და შვილის ფოტოს აქვეყნებს: „ამ სილამაზეს რომ დაინახავ დილით“ - წერს ის.
