მომღერალი ნინი ქარსელაძე და მისი ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან. ცნობილი მშობლებისა თუ თავად ნინის პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მომღერალი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის და ფოტოებსაც იშვიათად ან საერთოდ არ აქვეყნებს.
ამჯერად შვილის შესახებ ემოციურ წერილს ხათუნა ჟორდანია აქვეყნებს: „მიყვარხარ, ჩემო უსასრულო სიყვარულო. შენ ხარ ჩემი მზე, მოციმციმე ვარსკვლავი, ჩემი გული და სული და მადლობას გიხდი ყველაფრისთვის. სამუდამოდ შენი დედიკო“ - წერს ხათუნა ჟორდანია.