დედები ხშირად ზრდასრულ შვილებზეც ისევე ზრუნავენ, როგორც ამას პატარაობაში აკეთებენ, ისინი ყოველთვის მზად არიან, დათმონ საკუთარი ინტერესები, სურვილები და სიცოცხლეც კი, თუ ეს შვილს სჭირდება. სინამდვილეში კი, შვილებს ლამაზი, ნაზი, ბედნიერი და სიცოცხლით სავსე დედები სჭირდებათ. ცხოვრება არც ისე ბევრ ქალს აძლევს შანს, უზრუნველყოს საკუთარი შვილების ცხოვრება და დარჩეს მომხიბვლელ და მხიარულ ქალად. რა უნდა ქნას ასეთ დროს შვილმა?
შვილებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ ისეთი საჭმელი, რომლისთვისაც დედა ოფლს ღვრის, ზოგჯერ უმადურებს უწოდებენ. როცა ბავშვები ამბობენ, რომ არ უნდათ, ვინმე მათთვის მსხვერპლს იღებდეს, ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა რა არის უცნაური იმაში, თუ შვილი წუხს, როცა მის გვერდით უბედურ, დაღლილ, დატანჯულ დედას ხედავს, რომელიც არა საკუთარი თავისთვის, არამედ შვილისთვის შრომობს და უარს ამბობს დასვენებაზე, გართობაზე, სალონში წასვლაზე, შოპინგზე...
წლების შემდეგ, დგება დრო, როცა ამ შრომის ანაზღაურება შვილებსაც შეუძლიათ, როცა ახლა მათ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზეც, დედაზეც, ოჯახზეც...
„დედა, გთხოვ, შემიმსუბუქე ტვირთი! იცხოვრე ბედნიერად, არ იშრომო ზედმეტი, ნუ გაწირავ თავს ნურავისთვის, თუ ჩემზე ზრუნვა გსურს, იზრუნე საკუთარ თავზე... უბრალოდ მითხარი, რამდენი კილოგრამი კარტოფილი მოგიტანო? იქნებ წითელი ღვინო მეყიდა, დავმსხდარიყავით და გვესაუბრა...“