ულამაზეის მოდელი, „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დის, ანეტას ფოტოებს აზიარებს: „ჩემი დაიკო დღეს 20 წლის გახდებოდა… ჩვენი პატარა ანგელოზი ანეტა“ - წერს ის.
დის გარდაცვალების შესახენ ჯანეტ ექრდიყოშვილმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა: "დედამ და მამამ ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს, იქვე შექმნეს ოჯახი და ვინაიდან მეც იქ დავიბადე, ცხადია, რუსეთის მოქალაქეობა მომენიჭა. მამას ძალიან უნდოდა, მისი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და სასკოლო ასაკის გავხდი თუ არა, აქ ჩამოვედით. სკოლაში რომ მივედი, ქართული არ ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე. მამა ხან საქართველოში მუშაობდა, ხანაც - მოსკოვში და მთელი ოჯახი მას დავყვებოდით - ანუ ხან იქ ვცხოვრობდით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუსეთში, ქართულ სკოლაში ვისწავლე, იქვე ჩავაბარე უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები და მერე საბუთები ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გადმოვიტანე. - ეს სიცრუეა! საქართველოში პირველად 1993 წელს ჩამოვედი, მოქალაქეობა მივიღე და ქართული პასპორტიც მქონდა, 2010 წელს კი კანონმდებლობა შეიცვალა, ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად პრეზიდენტის ნებართვა გამხდარა საჭირო, მე კი ეს არ ვიცოდი; უფრო მეტიც, ვიდრე ჟურნალისტებმა ერთი ამბავი არ ატეხეს, ისიც არ ვიცოდი, რომ ჩემი ქართული პასპორტი გაუქმებული იყო. მაშინ თითქოს, ყველამ ჩემ წინააღმდეგ შეკრა პირი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ მე და ია კიწმარიშვილს გვინდოდა, "მის მსოფლიოზე" საქართველოს წარმომადგენელიც წასულიყო.
კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც "მის საქართველო" ეწერა; ამბობდა, - მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, "მის საქართველოო". მეკითხებოდა, - ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია..." - იხსენებს ჯანეტ ქერდიყოშვილი.