ოჯახი

„ამ ტრაგედიის გამო განადგურებულები ვიყავით... მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“- რა მოხდა ნინი ქარსელაძის ოჯახში

„ამ ტრაგედიის გამო განადგურებულები ვიყავით... მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“- რა მოხდა ნინი ქარსელაძის ოჯახში
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუა ჟორდანიამ მძიმე სენის დამარცხება შეძლო და სრულიად გამოჯანმრთელდა. ეს ამბავი მან სოციალურ ქსელშიც გააზიარა და მეგობრებისგან უარმავი მილოცვა მიიღო, თუმცა, როგორც ნინი ქარსელაძემ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თქვა, დიდი სიხარულთან ერთად, მათ ოჯახი დიდი მწუხარებაც იყო:

„ვინც ამ დაავადებას შეჯახებია, ყველა ელოდება მომენტს, როცა მასზე გამარჯვების შეგრძნებას გამოცდის – ჩვენ ამას სამი წელი ველოდით და ეს დღეც დადგა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ის სიხარული არ იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო.
ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩემი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში. ამ ტრაგედიის გამო, ძალიან დაძაბულები და განადგურებულები ვიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. უნდა გენახათ, დეიდაჩემი როგორ ელოდა გამოკვლევებიდან ხათუნას დაბრუნებას. უნდა გენახათ, როგორი იყო მათი შეხვედრა.



ამ წლების განმავლობაში, ისიც ისე ელოდა ხოლმე ხათუნას პასუხებს და ისიც ისე იყო ხათუნას ანალიზების კონტროლში ჩართული, როგორც მე და განკურნებული ხათუნას დაბრუნების შემდეგ მათი პირველი შეხვედრით გამოწვეული ემოციები ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. დედაც ტიროდა და დეიდაც – ქალი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, ყველა ძალიან დიდ განცდებში ვიყავით. ის და დედაჩემის სხვა მეგობრები საოცრად დაგვიდგნენ გვერდით, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

რამდენად მტკივნეულიც იყო ხათუნას ამბები, იმდენი კარგიც დავინახე, რომ დედაჩემს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ჩემი დეიდები არიან და მათ გარეშე მე ამ გზას ვერ გავივლიდი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად, მათზე არც ვსაუბრობ. რამდენიმე მათგანს ნერვიულობის ნიადაგზე შაქარიც დავმართე. თქვენი ჟურნალის მეშვეობით მათ ბოდიშს მოვუხდი და მადლობას ვეტყვი ყველა წამისთვის და გვერდში დგომისთვის. მთელი ცხოვრება ვილოცებ იმისთვის, რომ უფალმა მათ თავისნაირი ადამიანები არ მოაკლოთ“- ამბობს ნინი ქარსელაძე.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93