ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანისა და ილოს ერთი შვილი ჯერი ბეროშვილი ჰყავთ. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებენ.

ანი ბებიას ხშირად აქვს კომუნიკაცია საკუთარ გამომწერებთან და მათ სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ამჯერად კი „ინსტაგრამზე“ დასმულ კითხვებს პასუხობს და პირად ცხოვრებაზე საუბრობს. კითხვას, ილოსთან ქორწინებაზე ჰქონია თუ არა მას სერიოზული ურთიერთობა, ანიმ უპასუხა, რომ ჰქონია: „მყავდა მეუღლე, ძალიან კარგი ადამიანი...“ - ამბობს ანი ბებია.
ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
