ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი, ლევანი, კახავერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ. ანუკი არეშიძემ გადაცემა „სთორიში“ მეუღლესთან შეხვედრის პერიოდი გაიხსენა:
„მაშინ ვიყავი 18 წლის, კახა ჩემზე 11 წლით დიდია, მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ, მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ, კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგოები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ -თქვა ანუკი არეშიძემ.