ოჯახი

„სახლის ერთ ნახევარში მე ვცხოვრობ შვილთან ერთად, მეორეში - ჩემი ქმარი სამ შვილთან ერთად... ჩვენ ცალ-ცალკე სამზარეულოები გვაქვს“

„სახლის ერთ ნახევარში მე ვცხოვრობ შვილთან ერთად, მეორეში - ჩემი ქმარი სამ შვილთან ერთად... ჩვენ ცალ-ცალკე სამზარეულოები გვაქვს“
ქალმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ მოყვა და თქვა, რომ ის შვილებთან, პარტნიორთან და მის შვილებთან ერთად ცხოვრობს, თუმცა თავად სახლის ერთ ნაწილში, პარტნიორი კი - მეორეში. ამ ამბავს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და აზრი ორადაც გაიყო.

შელი, რომელიც აქვეყნებს თავის ოჯახურ ცხოვრებას TikTok-ზე, პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გადაწყვიტა საკუთარ ოჯახზე ღიად ესაუბრა და სახლი, სადაც ცხოვრობს, გამომწერებისთვის ეჩვენებინა. სახლს გარედან განსაკუთრებული არაფერი აქვს, მაგრამ როდესაც მთავარ კარში შედიხართ, სახლის სტრუქტურა ძალიან
განსხვავებულია - გაყოფილია ორად.

ის ამტკიცებს, რომ მისი შვიდკაციანი ოჯახისთვის ეს წყობა შესანიშნავია და საშუალებას აძლევს მათ, იცხოვრონ „ცალკე, მაგრამ ერთად“.
ვიდეოში, რომელსაც 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ის აჩვენებს თავისი გაყოფილი სახლის ორივე მხარეს, რომელიც აღჭურვილია ცალკე სამზარეულოთი და სველი წერტილებით.



ის განმარტავს: "მე და ჩემს პარტნიორს ხუთი შვილი გვყავს, ასე რომ, ჩვენ ვფლობთ სახლს, რომელსაც აქვს ორი ლუქსი. ჩვენ თან ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, თან ერთად. ეს ძალიან კომფორტულია.“

შელი ცხოვრობს სახლის ერთ მხარეს ორ შვილთან ერთად, ხოლო მისი პარტნიორი და მისი სამი შვილი მეორე მხარეს იკავებენ.

”მე სიამოვნებით გავიცნობდი სხვა ოჯახებს, რომლებიც ასე ცხოვრობენ… ვფიქრობ, საოცარია - იცხოვრებდით ასე?” - იკითხა მან. ვიდეო უამრავმა ადამიანმა მოიწონა, თუმცა, ასევე, ბევრმა გააკრიტიკა. ერთმა ადამიანმა დაწერა: „მოდით, ნორმალიზდეს იმის კეთება, რაც ხალხს ახარებს და საუკეთესოა ბავშვებისთვის.” სხვები ხუმრობდნენ, რომ სურდათ მსგავსი სტილით ცხოვრება - ოღონდ ბავშვები ერთ ნახევარში და მოზრდილები - მეორეში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93