ოჯახი

„კოტე სულ ეჭვიანობს, როცა მასთან ერთად არ ვარ. რეკავს, მესიჯს მწერს ყველა ქსელში, რაც არსებობს“ - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი პირადი ურთიერთობის შესახებ

ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე გადაცემა „საღამოს პოსტს“ ესტუმრნენ და საკუთარი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. მათ პირველი პაემანი გაიხსენეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დილის 7 საათზე კუს ტბაზე შედგა. წამყვანებმა მათ კითხვა ეჭვიანობის შესახებაც დაუსვეს: „კოტე სულ ეჭვიანობს, როცა მასთან ერთად არ ვარ. რეკავს, მესიჯს მწერს ყველა ქსელში, რაც არსებობს“ - თქვა ეკამ, კოტემ კი განმარტა, რომ ამას არა ეჭვიანობის, არამედ ინფორმირებულობის გამო აკეთებს, რადგან უყვარს, როცა იცის, როგორ და სად არიან მისი ოჯახის
წევრები.



ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: „ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!“ - დაწერა ეკამ. მან აღნიშნა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დასჭირდათ: „მოვიდა დრო, როცა იწურება ურთიერთობა. დიდი დრო დაგვჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება.“



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
rateqs
ვერ არიან ხო იცი შენ ))))))))))
15:09 / 01-12-2021
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ეკა ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და კეთილია. ეს ვიცი და ძალიან ვაფასებ.
11:14 / 01-12-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93