„ილომ გამოცდა ვერ ჩაბარაა...“ - ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ექსპერიმენტი - წყვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„ილომ გამოცდა ვერ ჩაბარაა...“ - ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის ექსპერიმენტი - წყვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

2021-12-03 11:22:10+04:00


ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანისა და ილოს ერთი შვილი ჯერი ბეროშვილი ჰყავთ. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებენ.

ამჯერად ანი ბებია ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ილოს გამოცდა მოუწყო: „ხომ სულ ვამბობ, რომ ილო ძალიან მეხმარება ბავშვის გაზრდაში, აბანავებს, პამპერსსაც უცვლის, სასეირნოდაც მიჰყავს ჩემ გარეშე, მაგრამ არასდროს გაუკეთებია ფაფა...“ - ამბობს ანი ბებია და ვიდეოში გამომწერებს უზიარებს, როგორ უმზადებს ილო ბეროშვილი საკვებს პატარა ჯერის. „ილომ გამოცდა ვერ ჩააბარა, მეგობრებო. ილო, დაჯექი, ორიანი“ - ამბობს ანი ვიდეოს ბოლოს.