პროდიუსერ დავით იმედაშვილსა და მის მეუღლეს, ტელეწამყვანსა და ინფლუენსერ ანა იმედაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილი „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ ხშირად აზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ამჯერად ანა და დავითი ფოტოებს ამერიკიდან აქვეყნებენ. ისინი შვილებთან, ლუკასთან, პეტრესთან და დანიელთან ერთად კალიფორნიაში იმყოფებიან და დროს სახალისოდ ატარებენ. მხიარულ კადრებს კი გამომწერებსაც უზიარებენ.
„ჩემს თავს დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი და აი, მე აქ ვარ ჩემს ოჯახთან ერთად. 2009 და 2021 წლები. დავბრუნდით იმ ადგილას, რომელსაც ვეკუთვნით“ - წერს ანა იმედაშვილი ჰოლივუდიდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე.