მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
მანიკა კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული, რომელიც 17 წლის ასაკში გაიცნო. 19 წლის იყო, როცა ორსულობის შესახებ გაიგო, მოგვიანებით კი წყვილს ვაჟი, გიორგი შეეძინა.
ამჯერად მანიკა დაბადების დღეს ქმარს, ბექა წივწივაძეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „გილოცავ 33-ე დაბადების დღეს, ჩემი სიყვარულო“ - წერს ის. მანიკამ მეუღლეს სიურპრიზიც მოუწყო და სადღესასწაულო ტორტი მოულოდნელად მიუტანა, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გამომწერებსაც გაუზიარა.