ოჯახი

„მე და შენ - რა მაგარი გრძნობაა... 11 წელი ერთად“ - გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებენ

„მე და შენ - რა მაგარი გრძნობაა... 11 წელი ერთად“ - გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებენ
მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. ის საკუთარ ჯგუფთან ერთად არაერთ ქვეყანაში აწყობს მუსიკალურ ტურნეებს და საკუთარ შემოქმედებას საერთაშორისო მსმენელსაც აცნობს, რამდენიმე წლის წინ კი „მგზავრებმა“ ორი ალბომი, In Vino Veritas და Mgzavruli ვინილის ფირფიტაზეც ჩაწერა.



გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს. მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია.
წყვილმა ერთმანეთი 2011 წელს კიევში გაიცნო და მალევე იქორწინა. „16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში” - ამბობდა მარინა. 2015 წელს მათ პირველი შვილი, ლიზი შეეძინათ. ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის 27 იანვარს კი, მარინა და გიგი მეორედ, ამჯერად ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარას ნიკოლოზი დაარქვეს.



ამჯერად მარინა კარპი რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი და გიგი დედალამაზიშვილის ქორწინებიდან 11 წელი გავიდა: „მე და შენ - რა მაგარი გრძნობაა... 11 წელი ერთად“ - წერს მარინა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93