ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მომღერალი წერს, მისი სიმღერის მასწავლებელი კორონავირუსით გარდაიცვალა: „თამრი, ეს რა მიქენი… შენი გაზრდილი ვიყავი… შენ მასწავლე სიმღერები… შენც დამტოვე? წადი, ჩაგიხუტებს გულში შენი ძმა და რძალი, იქ უკეთესია ალბათ, ჩემო ლამაზო. შენ ისეთი სუფთა ხარ, სამოთხის კარი ღიაა უკვე შენთვის. მიყვარხარ ძალიან და ილოცე მაქედან ჩემთვის, რომ მეც, როცა იქნება ჩემი ჯერი, გნახოთ იქ, სადაც ყველაფერი ლამაზია. დედა და მამა დამიკოცნე, მიყვარხარ და შეხვედრამდე” – წერს ნინი შერმადინი.