„ძალიან პოზიტიური და ბუნებრივი წყვილი ხართ, რაც ჩვენ ქვეყანას აკლია” - ექიმი ლევან ქარაზანიშვილი ცოლის, ქეთი ძიგუას ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„ძალიან პოზიტიური და ბუნებრივი წყვილი ხართ, რაც ჩვენ ქვეყანას აკლია” - ექიმი ლევან ქარაზანიშვილი ცოლის, ქეთი ძიგუას ვიდეოს აქვეყნებს

2021-12-07 10:52:56+04:00


ცნობილი ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მან ცოტა ხნის წინ ქეთი ძიგუაზე იქორწინა. წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა.

ამჯერად ლევან ქარაზანიშვილი ქეთი ძიგუას ვიდეოს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ეს გოგო ისე მომწონს, ისეთი ბუნებრივი და ისეთი პოზიტიურია, პატარა ბავშვს, საყვარელ ბავშვს მაგონებს… აი, მართლა ძალიან პოზიტიური და ბუნებრივი წყვილი ხართ, რაც ჩვენ ქვეყანას აკლია”, „რა ლამაზი და ბუნებრივია“, „საოცარი ქეთი“, „საუკეთესო წყვილი ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.