მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა გადაცემაში „The Talk შოუ“ მამასა და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა: „საუკეთესო მამის სტატუსს მამაჩემს ვერ მივანიჭებ, რადგან უკვე წლებია, რაც ონლაინ არის ჩემს ცხოვრებაში. 3 წლის ვიყავი, როცა წავიდა საცხოვრებლად აფრიკაში და იმის მერე ჩვენი კონტაქტი მხოლოდ ტელეფონითა და მეილით შემოიფარგლება. თინეიჯერობის ასაკში უფრო გამიმძაფრდა ეს წყენა, ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის, რატომ? რაღაც პერიოდის შემდეგ ამ წყენამ გაიარა. არ არის ეს ჩემთვის სასიამოვნო თემა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სანამ შვილი გამიჩნდებოდა, უფრო უკეთესი ურთიერთობა მქონდა... როგორც ადამიანმა, შეიძლება ვაპატიო რაღაცები, მაგრამ როგორც მშობელმა - ვერა“ - ამბობს მარიამ სანოგო მამაზე.