დეკოანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახურ ტრაგედიასა და შვილის გარდაცვალების შესახებ POSTV-ის ეტერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილთან კონტაქტი არასდროს გაუწყვიტავს: „ჩემმა შვილმა რამდენიმე საათი იცხოვრა დედამიწაზე და მერე ღმერთმა ჩაიბარა მისი სული. 3 შვილი დედამიწაზე მყავს, ერთი კი ღმერთთან. ჩემსა და იოანეს შორის არასოდეს ურთიერთობა არ შეწყვეტილა. იოანე ჩვენი ოჯახისთვის მფარველი ანგელოზია. მან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. მეუღლეც ძალიან დამიმძიმდა. მეოთხე საკეისრო კვეთა იყო, დაეწყო სისხლდენა, სამი ლიტრი სისხლი დაკარგა, სიკვდილის პირას დაგვიდგა. ისიც ძლივს გადავარჩინეთ.
მთელი ყურადღება მეუღლეზე იყო გადატანილი და ისე მყავდა ბავშვის ცხედარი დატოვებული, ეს მომენტი ძალიან მტკივა. მეუღლესთან ღუდუშაურში როდესაც მივდიოდი, ვიღაცები მოდიოდნენ, ვიღაცას შვილი შეეძინა, ვუღიმოდი, ვულოცავდი. არ იცოდა ჩემი ტკივილის შესახებ არავინ.
იონე რომ დავკრძალეთ, იმ დღეს წავედი, ნათლობა ჩავატარე. შეპირებული ვიყავი. მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ რამდენიმე საათის დაკრძალული მყავდა საკუთარი შვილი. მეუღლე რეანიმაციაში მყავდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არ გადარჩებოდა,“ - თქვა მან.