პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანის შვილს, ირმა გიგანს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა. 25 წლის პიანისტი დროის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი ავსტრიაში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს.
ამჯერად ირმა გიგანი სამშობლოში იმყოფება და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. მან საკუთარ მეგობრებს ჩუმად გადაღებული ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრავს და მღერის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი: „ჩუმად ჩაწერილი... დედა, სახლი და ჩვენი ბებერი როიალი“ - წერს ირმა გიგანი.