„ვნანობ... ეს ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა“ - რატომ მოუხადა ბოდიში ირმა სოხაძემ სიძეს - Marao

„ვნანობ... ეს ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა“ - რატომ მოუხადა ბოდიში ირმა სოხაძემ სიძეს

2021-12-18 11:41:18+04:00


ანა ჩირაძის გადაცემაში სტუმრობისას, მომღერალმა ირმა სოხაძემ შვილთან, ნატა ასათიანთან ერთად ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც მან გაიხსენა. ბიჭი, რომელსაც მან მუსიაკლურ გუნდში მიღებაზე უარი უთხრა, მოგვიანებით მისი სიძე გახდა.

ამ თემაზე ნატა ასათიანის მეუღლემ, ბექა ნაცვლიშვილმაც ისაუბრა: „ბავშვობაში ხალხური სიმღერების ანსამბლში ვმღეროდი, თემურ ქევხიშვილთან. თუმცა, მანამდე, ირმასთან მივედი ანსამბლში. გამსინჯა და დამიწუნა. ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი (იცინის). საბოლოოდ, ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები. ძალიან კარგი ადამიანია, მსგავსი შეხედულებები გვაქვს. მას და ჩემი მეუღლის მთელ ოჯახს დიდ პატივს ვცემ“ - თქვა მან.