მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია 19 რიცხვში გაიცნო. გაცნობის შემდეგ კი წყვილი ყოველი თვის 19 რიცხვს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამის შესახებ ნანუკა ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „48-ჯერ აღნიშნული გაცნობის დღე, 19 დეკემბერი. ყოველი თვის ამ დღეს საიდუმლოა, სად წავალთ, სად აღვნიშნავთ ამ დღეს. ვიცი მხოლოდ საათი და „დრესკოდი“. ყოველ თვეს სხვადასხვანაირ ყვავილად მხედავს, ხან წიწვოვანი ვარ, ხარ ტროპიკული, ხან მინდვრის ყვავილი, ყოველი თვის თაიგული იდეით და სცენარით ნაცნობია. 48-ჯერ მოყოლილი ისტორია ყვავილით, 3-ჯერ ჩვენთან ერთად პატარა ყვავილი აივიც იყო და ჩვენთან ერთად აღნიშნა“ - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.