რუსკა მაყაშვილი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობია, მისი კარიერა და პირადი ცხოვრება კი მუდმივად ინტერესის საგანია. რუსკა ოჯახზე იშვიათად საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მის მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს, კამერებთან გამოჩენა არ უყვარს.
ამჯერად რუსკა ქმართად ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: „ერთად ყოფნის 6 წელი“ - წერს ტელეწამყვანი. წყვილმა მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან არაერთი მილოცვა მიიღო. რუსკასა და სანდროს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.