საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განმარტა, ეს ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო.
„1-ლი ოქტომბერი ნამდვილად არ დამავიწყდება. ეს იყო შოკი. სამჯერ მოვისმინე ზედიზედ, მაგრამ მაინც არ მჯეროდა“, - ამბობს სანდრა. ვრცლად ამის შესახებ სანდრა რულოვსი ტელეკომპანია ფორმულას“ ეთერში გააკეთებს კომენტარს.