"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ დავით კიკალიშვილის მეუღლე ცნობილი ექიმი ირმა კვიცარიძე გახლავთ, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პანდემიის დაწყების შემდეგ გაიცნო. დავით კიკალიშვილი რამდენიმე წლის წინ გადავიდა ავსტრიაში საცხოვრებლად.
როგორც ირმა კვიცარიძე ჟურნალ "სარკესთან" ამბობს, მათი სიყვარულის ისტორია პირად სივრცეში უნდა დარჩეს.
"ლამაზია ჩვენი სიყვარულის ამბავი, ძალზე პირადული. მინდა, რომ ეს ისტორია მხოლოდ ჩემს პირად სივრცეში დავტოვო....
სამომავლო გეგმები, როგორც ყოველთვის, ჩვენს სამშობლოსა და ხალხზე ფიქრია; რეალური, ქვეყნისთვის გამოსადეგი პროექტების დაგეგმვა, რაშიც ყოველთვის ჩვენი ავსტრიელი მეგობრები გვეხმარებიან. ჩვენს წილ წვლილს შევიტანთ, რომ საქართველო მალე გახდეს ევროპული გაერთიანების ღირსეული წევრი და ევროპული გაერთიანების დროშაზე ერთი ვარსკვლავი საქართველოს აღმნიშვნელი იყოს. აი, მერე კი თავს უფლებას მივცემ, დავისვენო", - ამბობს ირმა კვიცარიძე.
იხილეთ ვიდეო