ნინო დარასელმა სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისმა ოჯახმა, სრული შემადგენლობით, ერთად აღნიშნა ახალი წელი: „აღარც ვიცი, ამაზე მეტი რა ვინატრო. თქვენც, ყველას, ვინც გიყვართ, იმათთან ერთად ყოფნის სიხარულს, ერთმანეთის სიყვარულს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ“ - წერს ის.
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო 2021 წლის 17 სექტემბერს დატოვა. მან ციხე საპროცესო შეთანხმებით დატოვა. მანამდე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა კომპანია „ცენტრ პოინტის“ თანადამფუძნებელმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმაც. მან 4-წლიანი სასჯელი რუსთავში მდებარე ქალთა მე-5 დაწესებულებაში მოიხადა.