მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს. მანიკა კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული, რომელიც 17 წლის ასაკში გაიცნო. 19 წლის იყო, როცა ორსულობის შესახებ გაიგო, მოგვიანებით კი წყვილს ვაჟი, გიორგი შეეძინა. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ წყვილს განსაკუთრებული ჰარმონია აქვს. პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ბექა წივწივაძემ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, ეჭვიანობს თუ არა იმაზე, რომ მისი მეუღლე ასეთი პოპულარულია:
„ერთი წამიც კი არ მქონია ეჭვიანობის ფაქტი. პირიქით, სასიამოვნოა, როცა გვერდით ისეთი მეუღლე გყავს, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. არც თვითონაა ეჭვიანი. მე და მანიკა ბევრ რამეში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენთვის პირველ ადგილზე ოჯახის სიწმინდე და რწმენა დგას. დავდივართ ეკლესიაში, ერთმანეთს პატივს ვცემთ, უფროს-უმცროსის ადგილი ვიცით და მგონია, რომ ყველაფერი სიკეთისკენაა” - თქვა ბექა წივწივაძემ.