ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დიდი ოჯახი ჰყავს. ახალი წლის დღეებში მისი უმცროსი შვილიშვილი საკმაოდ აქტუალური იყო და ბევრი აზიარებდა მის ფოტოს. გავიცნოთ ჯო ბაიდენის შვილიშვილები.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მრავალშვილიანი მამაა. პოლიტიკოსს სამი შვილი ჰყავს. 1972 წელს მის ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. პირველი ცოლი ჯო ნეილია, სამ შვილთან - ვაჟებთან, ჰანტერთან და ბოსთან და ერთი წლის ქალიშვილთან, ნაომისთან ერთად საშობაო საყიდლებზე მიდიოდა, რა დროსაც მათ მანქანას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შედეგად ქალი და ნაომი გარდაიცვალნენ, ბიჭები კი გადარჩნენ.
ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 1977 წელს, პოლიტიკოსი ექიმ ჯილ ბაიდენზე დაქორწინდა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ეშლი ჰყავს. შვილიშვილები მხოლოდ უფროსი ვაჟებისგან ჰყავს. ბო ბაიდენს, რომელიც 2015 წელს თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა - ნატალი ნაომი და რობერტ "ჰანტერი". ჰანტერი კი სამ ქალიშვილს: ნაომის, ფინეგანსა და მეიზის ზრდის.
განაგრძეთ კითხვა