დღეს ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე იუბილარია. მან სოციალურ ქსელში მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის, მეუღლისგანაც: „ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს ერთადერთ სიყვარულს, მე მჯერა შენი! ამ ჯადოსნურ წელსაც შენთან ერთად გავატარებ“ - წერს ჯანეტი „ინსტაგრამზე“ და დადიანების სასახლეში საახალწლო მეჯლისზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მეჯლისი ეთერში დღეს, შობის ღამეს გავა.