ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. ამჯერად ნუკიმ ემოციური წერილი მეუღლის, ბენჯი ხაიმის შესახებ გამოაქვეყნა და მას იუბილე მიულოცა: „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო. შენთან ერთად გატარებული ყველა წუთი მიყვარს. იყავი ჯანმრთელი, ბედნიერი და გთხოვ, ყოველთვის იყავი მხოლოდ ჩემი! იღბლიანი ვარ, რადგან შენი ცოლი ვარ, საუკეთესო ქმარი, საუკეთესო მამა და ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ“ - წერს ნუკი კოშკელიშვილი.