ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე რამდენიმე დღის წინ გადაცემა "სხვა კითხვებს" სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრებისა და მეუღლის, მერაბ მამალაძის შესახებ ისაუბრა:
„მე ძალიან მომწონდა, გადასარევი შესახედი იყო, პატიოსანი, ნიჭიერი, მაგრამ არ მიმიწევდა გული. ჩვენთან ხომ იმ დროს სინდისი ყველაზე მთავარი უნდა ყოფილიყო ადამიანში. როგორ, მე ხომ პირობა მივეცი იმ ადამიანს?! დედაჩემი კარგად ხედავდა ყველაფერს, იმ ადამიანებთან, რომლებსაც მე ცოლად უნდა გავყოლოდი, არ შევდგებოდი მე, როგორც მომღერალი, ისინი ძლიერები იყვნენ, ფეხზე მყარად იდგნენ. მეც ვითომ ოჯახი მქონდა, მაგრამ ამას არ ჰქვია ოჯახი. ქმარი რომ აქ არის, შენ იქ... მე ამდენ ბიჭთან ერთად ვიყავი სულ და მეგონა, რომ არ ეჭვიანობდა, მაგრამ თურმე ეჭვიანობდა. დამადგებოდა ხოლმე თავზე სიურპრიზად, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთში. უნდოდა, რომ სულ მთლიანად მისი ვყოფილიყავი და ეს არ გამოვიდა“ - თქვა ნანი ბრეგვაძემ.
ნანი ბრეგვაძემ მეუღლესთან დაშორების შესახებაც ისაუბრა: „ჩვენი ოჯახი ეჭვიანობას არ დაუნგრევია, ჩვენ სიშორემ დაგვაშორა. კაცი არასდროს უნდა დატოვო მარტო. იყო პერიოდი, როდესაც მე გადავწყვიტე სიმღერისთვის თავი დამენებებინა, თუმცა მერაბმა წინააღმდეგობა გამიწია. ხშირად გვქონდა კამათი და უთანხმოება... ბოლოს იგი თავად წავიდა ჩემგან“ - ამბობს ნანი ბრეგვაძე.