ოჯახი

"გოგონებს ლონდონში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს" - როგორია ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება

"გოგონებს ლონდონში ურ­ჩევ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა, ინა კი ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რობს" - როგორია ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილების ლონდონური ცხოვრება
2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახლდათ. იმ წლებში პატარკაციშვილების ოჯახის გარშემო ინტერესი განსაკუთრებულად გაზრდილი იყო. პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ბიზნესმენის მოულოდნელი გარდაცვალება დიდი ხნის მანძილზე ოპოზიციაში აჩენდა ეჭვს, რომ შესაძლებელი იყო პატარკაციშვილი მოწამლეს, თუმცა ეს ვერსია არ დადასტურდა.

პატარკაციშვილების ოჯახთან იმ წლებში განსაკუთრებულად მეგობრობდა ქართული შოუბიზნესი. პატარკაციშვილების დები, დის შვილები, პოპულარული დიზაინერი სიძე - ავთანდილ ცქვიტინიძე, საზოგადოები ყურადღების ცენტრში იყვნენ.

ბიზნესმენმა შექმნა პროექტი "არტ იმედი",
სადაც უამრავი ქართველი მომღერალი გააერთიანა და მაშინ ერთგვარი გამოცოცხლება დაიწყო ქართული შუბიზნესის. მიუხედავად ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ნათესავების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისა, თითქმის არასოდეს ჩანდა მისი ოჯახი, მეუღლე და ორი ქალიშვილი.

რძლისა და შვილიშვილების შესახებ ბიზნესმენის დედა, ინტერვიუებში საუბრობდა ხოლმე. ლიკა და ია პატარკაციშვილები, დედა ინა გუდავაძესთან ერთად ლონდონში ცხოვრობდნენ, გოგონებმა თავის დროზე განათლებაც იქ მიიღეს და ორივეს უცხოელი ქმრები ჰყავთ.

ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს მოსკოვში კიდევ ერთი შვილი, ვაჟი ჰყავდა, რომელსაც აღიარებდა, თუმცა ოჯახმა არ იცოდა.
ნათელა პატარკაციშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ყვებოდა:

"ბადრის გოგონები თავიანთ ოჯახებთან ერთად ლონდონში ცალკ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად მიდიან სტუმრად დედასთან. მათ მაინც ქალაქში ურჩევნიათ ცხოვრება, ინა კი ქალაქგარეთ ცხოვრობს. იქ გადატვირთული ცხოვრებაა, ბავშვები ათას რამეზე დაჰყავთ. როცა დრო აქვთ, ინასთან არიან. ინა ბადრის საქმეებით არის დაკავებული, ძალიან ჭკვიანი რძალი მყავს, ყველაფერს კარგად ართმევს თავს. უფროსი შვილი ლიკა, მამას ისე ჰგავს თვისებებით, საუბრის მანერით, თითქოს ბადრი ლაპარაკობს. იაც და ლიკაც ჭკვიანი გოგონები არიან...".

იხილეთ სრულად

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93