ოჯახი

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"
სამი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბი და შვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია არ უნა­ხავს - ამ თე­მებ­ზე ჯგუფ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა გუ­რამ ლო­მი­ძემ ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი“ ისა­უბ­რა. გუ­რამ ლო­მი­ძე პან­დე­მი­ის დროს ამე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში მე­სა­მე მე­უღ­ლის გა­რე­შე დაბ­რუნ­და. ამ­ბობს, რომ და­შო­რე­ბის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, "ქუ­ჩის ბიჭი" სულ მალე ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა...

ნარ­კო­ტი­კე­ბი

და­ახ­ლო­ე­ბით 2000 წელი იყო, რო­დე­საც ჯგუფ­ში შე­მო­ვი­და ნარ­კო­ტი­კი. მე და ზურა ხა­ჩი­ძემ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვით, მივ­ხვდით, რომ ეს იყო
ძა­ლი­ან ცუდი რამ და ხელს გვიშ­ლი­და ყვე­ლა­ფერ­ში. ახლა ვფიქ­რობ, რომ ამა­ში იყო რა­ღაც ჯგუ­ფი ჩარ­თუ­ლი, რო­მელ­მაც "ქუ­ჩის ბი­ჭებ­ში“ შე­მო­აგ­დო ნარ­კო­ტი­კი, გვჩუქ­ნიდ­ნენ ხოლ­მე, არ ვყი­დუ­ლობ­დით. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი და­ჭე­რაც უნ­დო­დათ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. თა­ვი­დან მა­რი­ხუ­ა­ნით და­ვი­წყეთ, შემ­დეგ იყო აბე­ბი - ექ­სტა­ზი. შემ­დეგ ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც პი­კა­სომ (ირაკ­ლი ნო­ზა­ძე) მო­ი­ტა­ნა. ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გი წლე­ბი დაგ­ვა­კარ­გი­ნა.

რა­ღაც ძა­ლამ მათ­ქმე­ვი­ნა უარი, მაგ­რამ კარ­გა ხანს მა­რი­ხუ­ა­ნა დარ­ჩა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა მა­გა­საც არ ვე­კა­რე­ბი. პი­კა­სო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მა­ნაც დაძ­ლია ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ხა­ტია შა­მუ­გია ცო­ლად რომ მო­ვიყ­ვა­ნე, 20 წლის ვი­ყა­ვი. ამ ურ­თი­ერ­თო­ბას შეც­დო­მას ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან შვი­ლი გვყავს, უკვე დიდი ბი­ჭია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხა­ტი­ას გა­უ­ჭირ­და და ერთ-ერ­თმა ჩემ­მა ფლირტმა შე­ი­წი­რა ჩვე­ნი ოჯა­ხი. ხა­ტია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ვუ­ღა­ლა­ტე, არა­და, არ მი­ღა­ლა­ტია. მქონ­და ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ასაკ­მაც იმოქ­მე­და, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. სხვა ქა­ლის­კენ გა­ხედ­ვა არ მა­პა­ტია ხა­ტი­ამ.

მე­ო­რე ცოლი ერი­კა და ამე­რი­კა

ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი, ბი­ძაშ­ვილ­მა მი­მიწ­ვია ქორ­წილ­ში. ად­გილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი დამ­ხვდა - ბინა, მან­ქა­ნა. ექ­ვსი თვე ვი­ყა­ვი და შემ­დეგ ვთქვი, რომ არ შე­მეძ­ლო იქ გა­ჩე­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­ნამ­დე ერთ გო­გო­ნას - ერი­კას მი­მართ მქონ­და სიმ­პა­თი­ე­ბი. მი­თხრა, - ხელი მო­ვა­წე­როთ და და­გე­ლო­დე­ბიო. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოფ­რე­ნის დღეს მო­ვა­წე­რეთ ხელი. ოთხი თვე დავ­რჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ რომ გა­ი­გეს, ცოლი მყავ­და ამე­რი­კა­ში, მი­თხრეს, სი­სუ­ლე­ლეს აკე­თე­ბო და გა­მაგ­დეს უკან. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან 11 წლის შვი­ლი მყავს, ლი­ა­მი, რო­მე­ლიც 4 წლი­დან არ მი­ნა­ხავს. ერი­კას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე 3-4 თვით და ამან დიდი როლი ითა­მა­შა ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვა­ში. ერთ-ერთი ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ რომ დავ­ბრუნ­დი, მი­თხრა, რომ მი­ღა­ლა­ტა და არ ვა­პა­ტიე.

განაგრძეთ კითხვა


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93