"ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა; მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..." - Marao

"ხუთ წე­ლი­წადს ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მე და ფლო­რა; მა­მა­მი­სს არ მოვ­წონ­დი, რად უნ­დო­და ამ­ნა­ი­რი სა­სი­ძო. მე­რე კი უთხ­რა ქა­ლიშ­ვილს, რომ..."

2022-01-19 11:45:49+04:00


"მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას. როგორც კი გამიჭირდებოდა, მეხმარებოდა. რომ არა ეს, 12 წლის ბიჭი, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, როგორ გადავრჩებოდი!"

ხომ ამბობენ, მცენარეები იქ გრძნობენ თავს კარგად, სადაც კარგი გარემოაო. ჰოდა, იმედა კახიანის ოჯახში ნამდვილად ძალიან კარგი გარემო ყოფილა. მცენარეები თურმე მისი მეუღლის გატაცებაა. ადრე უფრო მეტი ყვავილები გვქონდაო, - მეუბნება სანდომიანი ღიმილით დიასახლისი, - ახლა საკმარისი ადგილი არ გვაქვს და იძულებული გავხდი, შემემცირებინა. თანაც ისეთი სახელი მქვია, ფლორა, რომ ბუნებრივიც არის, მცენარეები ძალიან მიყვარდესო.

სიმცირეს ვერ დაარქმევ ათეულზე მეტ სხვადასხვა მცენარეს, ვერც მხოლოდ სახელს დაუკავშირებ მათ ასეთ ყვავილობას, - გარემოა მართლაც კარგი და გუმანით ვხვდები, მის შექმნაში ლომის წილი აქვს საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს. მისი ცხოვრების ეპიზოდები კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს ჩემი შეგრძნების სიმართლეში. და თუმცა ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ტაქტი და კეთილგანწყობა ტკივილის გადატანის ძალასაც აძლევს და დაფარვის უნარსაც. იმედა კახიანის ცხოვრების კრედო ხომ ეს არის: ირგვლივ ყველა კარგად უნდა იყოს!

- ჩემი თაობის ადამიანებს მძიმე ბავშვობა ჰქონდათ. 1937 წელს დავიბადე და 1941 წელს ომი და სიდუხჭირე დაიწყო. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყველაფერი.

მამაჩემი - ლადო კახიანი, 30-იან წლებში რეპრესირებული იყო. ციმბირიდან რომ დაბრუნდა, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ვცხოვრობდით სოფლად, კახიანების ყოფილ სახლში, იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში. აზნაურიშვილები იყვნენ კახიანები. გვედგა კარგი ხის ოდა-სახლი. დედა - ეკატერინე მიქელაძე, მასწავლებელი იყო (კულაშელი დიდი თავადის, გიორგი მიქელაძის შთამომავალი). მამას, როგორც არასაიმედოს, სამსახურს არ აძლევდნენ. განათლებით ეკონომისტი ძირითადად უმუშევარი გახლდათ. იშვიათად თუ მიეცემოდა მუშაობის საშუალება. ოჯახში სამი შვილი ვიყავით, ორი ძმა მყავდა.

მამა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა, პირველი ვაჟი მე გავჩნდი და თავისი იმედი დამარქვა, - დამრჩა ქართული სახელი იმედა.

10 წლის რომ გავხდი, მამიდამ წამომიყვანა თბილისში, იმ სახლში, სადაც მამა ცხოვრობდა გადასახლებამდე. მამიდა გაუთხოვარი ქალი იყო, ვცხოვრობდით მარტო. ყოველ კვირას დავყავდი ეკლესიაში. მსგავსი რამ აკრძალული იყო. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ გადავრჩით და არ დაგვსაჯეს.

დილით ადრე მაღვიძებდა, გაკვეთილებს ვიმეორებდი და სკოლაში მივდიოდი. წესიერად ვსწავლობდი. ვაჟთა მე-19 სკოლა, სადაც ვსწავლობდი, სახლთან ახლოს იყო. გიმნაზიის ტიპის სწავლება გვქონდა.

მახსოვს, როგორი ფორმებით დავდიოდით. გაუთოებული უნდა გვცმოდა. ქამრის ბალთა და ქუდზე ნიშანი ლითონისა გვქონდა, საგანგებოდ უნდა გაგვეპრიალებინა.

12 წლის რომ გავხდი, მამიდა გარდამეცვალა და დავრჩი მარტო. ჩემი მშობლები აქ ვერ ჩამოვიდოდნენ, არ ჰქონდათ ქალაქში ცხოვრების უფლება. მე რომ სოფელში წავსულიყავი, იმ პატარა ბინას დავკარგავდი პლეხანოვზე, სადაც მამიდასთან ერთად ვიცხოვრე - მთავრობა წაგვართმევდა. იმის გამო, რომ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ბინა არ დაგვეკარგა, დამტოვეს თბილისში.

ძველთბილისური ეზო იყო, რატომღაც იტალიურს რომ ეძახიან, ისეთი. ერთად ვიყავით რუსები, ებრაელები, სომხები...

ყველას უჭირდა. ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი უფლის მფარველობას. როგორც კი გამიჭირდებოდა, მეხმარებოდა. რომ არა ეს, 12 წლის ბიჭი, რომელიც მარტო დავრჩი და ათასი ხიფათი გამოვიარე, როგორ გადავრჩებოდი! მყავდა კარგი მეზობლები, მეგობრები, მაგრამ მაინც...

იხილეთ სრულად