ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს და გამომწერებს სასარგებლო რჩევებსაც უზიარებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სალომეს ოჯახი და პირადი ცხოვრება. მოდელმა წლების წინ ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ნიტა და ტასო ჰყავთ, თუმცა ეს სალომესთვის მეორე ქორწინებაა. მას პირველად ურთიერთობა ტატო აბულაძესთან ჰქონდა, რომელზეც ადრეულ ასაკში იქორწინა. წყვილის ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა და მათ საერთო შვილი, დათუნა შეეძინათ.
"უცნაური შეგრძნებები მაქვს, როდესაც ვიაზრებ, რომ დათუნა 20 წლის გახდა. გავიზარდეთ აშკარად. 21/01" - წერს სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში და უფროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს.