"ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მომ­წონს, უპი­რა­ტე­სო­ბას შავგვრემ­ნებს ვა­ნი­ჭებ... ჩემი ერთი შვილი 23 წლისაა, მეორე - 15-ის... ჩემს პირადში არ ერევიან" - ეკა ბალანჩივაძე შვილებზე, ოჯახსა და კარიერაზე - Marao

"ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მომ­წონს, უპი­რა­ტე­სო­ბას შავგვრემ­ნებს ვა­ნი­ჭებ... ჩემი ერთი შვილი 23 წლისაა, მეორე - 15-ის... ჩემს პირადში არ ერევიან" - ეკა ბალანჩივაძე შვილებზე, ოჯახსა და კარიერაზე

2022-01-22 11:44:52+04:00


"ზოგადად, ინტელექტუალი მამაკაცები მომწონს. რაც შეეხება გარეგნობას, რასაკვირველია, კარგია, როდესაც მამაკაცი კარგად გამოიყურება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, იყოს მოწესრიგებული... და თუ მაინც გარეგნობაზე მიდგება საქმე, უპირატესობას შავგვრემნებს ვანიჭებ", - ამბობს ტანსაცმლის დიზაინერი, უმშვენიერესი ეკა ბალანჩივაძე, რომელიც ქალბატონებს უამრავ სასარგებლო რჩევას უზიარებს...

- ვფიქრობ, ჯერ შინაგანი ინტელექტი და შემდეგ ალბათ, დედის გავლენა ახდენს დიდ როლს გემოვნების ჩამოყალიბებაში... თამამად ვიტყვი, რომ დედაჩემი ძალიან გემოვნებიანია და აქედან გამომდინარე, სულ მაღალ გემოვნებაზე აქცენტირებით გავიზარდე.

- იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ ადამიანი ძალიან ჩვეულებრივ გარემოში იზრდება და მიუხედავად ამისა, თავისი გემოვნებით იმდენად გამორჩეული ხდება, რომ მსოფლიოში იხვეჭს სახელს...

- დიახ და როდესაც ხაზი გავუსვი შინაგან ინტელექტს, ზუსტად ეგ ვიგულისხმე... ნიჭი, თავისებური ხედვა, ალბათ ცოტა მეამბოხეც უნდა იყო კოკო შანელის მსგავსად, რომ მნიშვნელოვანი რაღაცების კეთება შეძლო. კოკო შანელი მონასტერში გაიზარდა, სადაც სწავლობდა კერვას, კონსტრუირებას. ის მეამბოხე ბუნების იყო და ამის წყალობით ძალიან ბევრი შეძლო...

- მოდის მიმართულებით მეამბოხესთან დღეს დემნა გვასალია ასოცირდება...

- გეთანხმებით! დემნა მოდის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე დიდ პატივს ვცემ მისნაირ ადამიანებს. ზოგადად, სხვა კონცეფცია აქვს მის შემოქმედებას და სულ სხვა კონტენტი დევს დემნას მიერ შექმნილ კოლექციებში... არსებობენ "მოდის მსხვერპლები", რომლებიც იღებენ გვასალიას შექმნილ აბსოლუტურად ყველაფერს და საოცარი შესახედავები არიან. "მსხვერპლებს" ვეძახი ადამიანებს, რომლებიც ერთად იცვამენ ყველაფერს, რასაც მათ მოდა სთავაზობს. ერთ ლუქში აქვთ თავმოყრილი ყველაფერი, ნაძვის ხესავით... არ არის აუცილებელი, რაც ტენდენციური და ახალია, სხეულზე ერთად ჩამოიკიდო...

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძად გემოვნებიანი?

- ნატო მეტონიძე მაღალი გემოვნებით გამოირჩევა! კიდევ რამდენიმე ქალბატონს დავასახელებდი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილი... ცნობილებს უმეტესად, ცხოვრების რუტინული სტილიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად, შაბლონურად აცვიათ... ამიტომაც განსაკუთრებულად გემოვნებიანი ამწუთას ნაკლებად მახსენდება...

მამაკაცებიდან გემოვნების მიხედვით ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება... ისეთი პერიოდია, ყველას ჯინსი და ჰუდი აცვია... ალბათ გამორჩეულია კახი კალაძე. ის ნამდვილად მოდურად გამოიყურება... განსაკუთრებულად გემოვნებიანია გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), თავის სტილი აქვს. მისი ჩაცმულობაც, მუსიკაც გემოვნებიანია... მე აქ პოლიტიკას ოდნავაც არ ვეხები, მხოლოდ გემოვნებაზე ვსაუბრობთ...გაგრძელება