ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი, ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ამჯერად ანუკი და კახა პარიზში გადაღებულ ულამაზეს კადრებს აქვეყნებენ. როგორც ჩანს, სიყვარულის ქალაქში წყვილმა დრო შესანიშნავად გაატარა, მათ მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა კი გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.