როგორც ჩანს, ჩვენ შეჰერეზადას მომხიბვლელ ზღაპარში აღმოვჩნდით. მხოლოდ „ათას ერთ ღამეზე“ კი არ ვისაუბრებთ, არამედ შვიდ ჯადოსნურ დღეზეც, რადგან ბრუნეის პრინცესა ფადილიას ქორწილი სწორედ 7 დღეს გაგრძელდა. სამეფო ოჯახის წევრები არ გამოირჩევიან დახვეწილი მანერებით, თუმცა მათთვის მთავარი პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლა და სპორტული მიღწევებია. ამ ოჯახში, ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე, 36 წლის ასაკში დაქორწინება ერთგვარი ტრადიციაა.
პატარძლის მამა, ბრუნეის სულთანი, ითვლება პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად, რომლის ქონება, დაახლოებით, 20 მილიარდი დოლარია. დედა ყოფილი ბორტგამცილებელია, რომელიც სულთნის მეორე ცოლი გახდა. პატარძალი თორმეტი შვილიდან მეცხრეა.
საინტერესოა, რომ გარდა სახელისა, პრინცესას ახლად შეძენილი მეუღლის შესახებ ნამდვილად არაფერია ცნობილი. ადგილობრივი პრესა აღწერს ავანგ აბდულა ნაბილ მაჰმუდ ალ-ჰაშიმის, როგორც "ლამაზი უცხოელი". ინდონეზიური მედიის ერთ-ერთი ვარაუდით, ის ქვეყანაში ყავის სახლების ქსელს ფლობს.
წყვილის ნიშნობა ახალი წლის ღამეს შედგა - 31 დეკემბერს სასახლემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ქორწილის აღნიშვნა 16 იანვარს დაიწყო ცერემონიით, სადაც სულთანმა დალოცა წყვილი. რელიგიური ნაწილი გასულ ხუთშაბათს - მეჩეთში, ხოლო საერო ნაწილი გრანდიოზულად გასულ შაბათ-კვირას მთავარ მოოქროვილ დარბაზში გაიმართა.
პატარძალი და სიძე ელეგანტურად გამოიყურებოდნენ თეთრი და ვერცხლისფერი სამოსით, რომელიც მორთული იყო ბრილიანტებით. პატარძალმა ოჯახისთვის შესაფერისი ძვირფასი თვლებით გაფორმებული დიადემაც დაიდგა, რაც მის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.