სალომე ბაჯელიძესა და გიორგი აბაშიძეს 1-ელ ოქტომბერს მესამე შვილი, ლუკა აბაშიძე შეეძინათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ვაჟი წლების წინ ძალიან პოპულარული გახლდათ. მათ ოჯახზე ყოველკვირეულად იბეჭდებოდა სტატიები.
27 წლის იყო გიორგი აბაშიძე, როდესაც 17 წლის ბათუმელ გოგონაზე, სალომე ბაჯელიძეზე იქორწინა. ქორწინება 2003 წელს შედგა, მაგრამ გრანდიოზული ქორწილისა და ჯვრისწერის გარეშე. ოჯახის შექმნიდან ძალიან მალე სალომეს მამა გარდაიცვალა, გიორგის დედას კი, მაგული გოგიტიძეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში ისიც დაიღუპა.
საყვარელი ადამიანების გამო დაგროვილ სტრესს ახალდაქორწინებულებმა ვერ გაუძლეს და რვა თვეში დაშორდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ სალომე დედამთილის რჩეული იყო და მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. დაშორების მიუხედავად, ყოფილი დედამთილის საფლავზე ქალი ხშირად დადიოდა. სალომეს ძალიან უყვარდა მამამთილი და მისივე თხოვნით, ბაბუთი მიმართავდა...გაგრძელება