მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის აგვისტოში, ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, ნანუკა გოგიჩაიშვილის მამა გიორგი გოგიჩაიშვილი, ყველასთვის ცნობილი, როგორც გოგიჩა, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ ნანუკა ხშირად წერს მოგონებას მამის შესახებ და მის ფოტოებსაც აზიარებს. ამჯერად კი გამომწერის კითხვას პასუხობს, თუ როგორ ახერხებს ის მონატრებასთან გამკლავებას: „ვერანაირადაც ვერ ვუძლებ და არც ვუძლებ. მიყვარს, მენატრება და სიყვარულიც და მონატრებაც ყველაზე რთული გასაძლებია. ბავშვობიდანვე „ვიტანჯებოდი“ მამას განსაკუთრებული სიყვარულით, სულ საოცრებები მესიზმრებოდა, ვითომ მამას მტაცებდნენ...“ - წერს მოდელი.