სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი ორ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
ამჯერად მარიამ შუკაკიძე კადრებს ვალენტინობის ფოტოსესიიდან აქვეყნებს: "დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის! გილოცავ, ჩემო საყვარელო, დაბადების დღეს. 4 წლის წინ ამ დღეს შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, სიყვარულის დღეს შეიქმნა ჩვენი ლამაზი ოჯახი. მინდა ყოველთვის ასეთი ბედნიერები ვიყოთ, ჩვენს ანგელოზ შვილებთან ერთად. მიყვარხარ ძალიან! მადლობა იმისათვის, რომ ხარ საუკეთესო ქმარი და მამა" - წერს მარიამ შუკაკიძე.