გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ბაია დვალიშვილის გადაცემაში საკუთარ სიყვარულსა და ცხოვრებაზე ისაუბრეს:
გიორგი მარგველაშვილი: პირველივე დღიდან ჩვენი ფუნქციები ასე გადანაწილდა, მე ხელოვანი ვარ, მაკა - ხელოვანი, მე რომ გავაკეთებდი მაგიდას, მაკა მოხატავდა...
მაკა ჩიჩუა: დრომ გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ერთად ყოფნა, ერთად ფიქრი, ბევრი რამ გვაქვს საერთო, რამაც დაგვაკავშირა. ვცხოვრობთ ამ ტყეში, გვყავს ორი არაჩვეულებრივი ბავშვი, ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ხელით... ბედნიერი დღეებიც გვქონია, ძალიან რთულიც... ყველაზე რთული მაინც ერთმანეთის თმენაა. მუდმივ რეჟიმში როგორია, გაუძლო ადამიანს, რომელიც ან ცუდ ხასიათზეა, ან სხვა რამე აინტერესებს...
გიორგი მარგველაშვილი: მე მინდა ვთქვა, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ, სულ ვესაუბრები. ამიტომ გასაძლები მე ნამდვილად არ ვარ. ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ჩვენ ისეთი თავდასხმის ობიექტები გავხდით, რომ ბევრად უფრო შევკავშირდით, ერთმანეთს ვაძლიერებდით, კიდევ უფრო დავახლოვდით. შეუძლებელია, ერთად ვცხოვრობდეთ და საკამათო და საჩხუბარი არ გვქონდეს.
<div>გიორგი მარგველაშვილი: პირველივე დღიდან ჩვენი ფუნქციები ასე გადანაწილდა, მე ხელოვანი ვარ, მაკა - ხელოვანი, მე რომ გავაკეთებდი მაგიდას, მაკა მოხატავდა... მაკა ჩიჩუა: დრომ გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ერთად ყოფნა, ერთად ფიქრი, ბევრი რამ გვაქვს საერთო, რამაც დაგვაკავშირა. ვცხოვრობთ ამ ტყეში, გვყავს ორი არაჩვეულებრივი ბავშვი, ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ხელით... ბედნიერი დღეებიც გვქონია, ძალიან რთულიც... ყველაზე რთული მაინც ერთმანეთის თმენაა, მუდმივ რეჟიმში როგორია, გაუძლო ადამიანს, რომელიც ან ცუდ ხასიათზეა, ან სხვა რამე აინტერესებს... გიორგი მარგველაშვილი: მე მინდა ვთქვა, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ, სულ ვესაუბრები. ამიტომ გასაძლები მე ნამდვილად არ ვარ. ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ჩვენ ისეთი თავდასხმის ობიექტები გავხდით, რომ ბევრად უფრო შევკავშირდით, ერთმანეთს ვაძლიერებდით, კიდევ უფრო დავახლოვდით. შეუძლებელია, ერთად ვცხოვრობდეთ და საკამათო და საჩხუბარი არ გვქონდეს. </div>
<div></div>