ბრიტნი სპირსისა და მამამისის ურთიერთობის შესახებ ინტერნეტსივრცეში უკვე წლებია ძალიან ბევრი საკმათო ვერსია განიხილება. მომღერალმა საკუთარი მამა დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ცხოვრობდა „ციხეში“, რომელიც სწორედ მამამისმა შეუქმნა.
წლების შემდეგ ბრიტნიმ საბოლოოდ გადაწყვიტა ლაპარაკი და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც იწყებოდა ფრაზით: „მამაჩემმა მთელი ჩემი კარიერა გაანადგურა და ყველა ჩემს მეგობარს ჩამომაშორა“.
ბრიტნიმ ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც 13 წლის განმავლობაში ჯეიმის დამსახურებით ტანჯავდა.
40 წლის მომღერალმა საუბარი დაიწყო იმით, რომ მისი აზრით, როდესაც ადამიანი საბოლოოდ იწყებს ხმამაღლა საუბარს, ხალხს ის აღარ მოსწონს.
ბრიტნი სასამართლო ბრძანებისგან 12 ნოემბერს გაათავისუფლეს. აღნიშნული განაჩენი 2008 წლიდან მოქმედებდა და გულისხმობდა იმას, რომ მამამისი აკონტროლებდა მომღერლის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, მათ შორის, ფინანსურ საკითხებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
„უნდა გესმოდეთ ჩემი, მანქანასაც კი ვერ ვმართავდი ჩემით, 8 სხვადასხვა მცველი მყავდა ყოველდღიურად, ჩემი ბიძაშვილის ნახვის უფლებაც არ მქონდა, მეგობრებთან ერთად სპაში ვერ დავდიოდი. მყავდა მეგობარი ბიჭი, რომელთანაც საიდუმლო ურთიერთობა მქონდა... საიდუმლოებები მაშინებს. ჩემი ოჯახი ვერ შეეგუა, რომ ყურადღება ჩემს შეყვარებულზე გადავიტანე.
6 თვის შემდეგ მამაჩემმა მთელი ჩემი კარიერა აიღო და ყველა ჩემი მეგობარი ბიჭი გაათავისუფლა... ასევე - ერთი ქალბატონი, რომელთანაც უბრალოდ ყავა დავლიე.
მე ვისწავლე, რომ ადამიანები ეგოისტები არიან, ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს, უნდა იცოდე სიცოცხლის სიყვარული.
სიგიჟეა ლოს-ანჯელესში ცხოვრება. მამაჩემი გამუდმებით მაკრიტიკებდა წონის გამო. ვიღებდი ისეთ ფსიქოტრიპულ წამლებს, რომლებიც ჩემს ტვინს ნელ-ნელა კლავდა.
ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი დამცირებული და შერცხვენილი, როგორც ამ 13 წლის განმავლობაში.
მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი და სცენაზე მსუქანი გოგონების ადგილი არ იყო. ეს დამამცირებელია. ვფიქრობ, ბედნიერი და თავდაჯერებული ადამიანები ნამდვილად მიმზიდველები არიან.
მე პირადად მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები. თუ ბედნიერი ხარ და კარგი ენერგია გაქვს, 100%-ით მიმზიდველი ხარ!!!“ - წერს ბრიტნი.