ლევან ქარაზანიშვილს სამედიცინო სფეროში ბევრი იცნობს. ის წარმატებული ქირურგია და, ამასთან, ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს. სოციალურ ქსელში მას და მის მეუღლეს, ქეთი ძიგუას, რომელიც ასევე ექიმია, უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.
ქეთიმ და ლევანმა სულ ცოტა ხნის იქორწინეს, თაფლობის თვე კი კუნძულ მალიორკაზე გაატარეს. რამდენიმე დღის წინ კი მათ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს - ისინი მალე პირველი საერთო შვილის მშობლები გახდებიან.
წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დასაწყისიდანვე ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი, რადგან ლევანი 55 წლის გახლავთ, ქეთი კი - მხოლოდ 26-ის. ქარაზანაშვილს წინა ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს, 26 წლის ნინა და 21 წლის ანა. თავად ლევანი ხშირად აღნიშნავს, რომ ასაკს თავად უფრო მალავს, ვიდრე ქეთი.
ამჟამად წყვილი დასასვენებლად ერთად იმყოფება და ახალ ფოტოებს აქვეყნებს. „ეს პარიზია?“, „რა ლამაზი წყვილი ხართ“, „საუკეთესო წყვილი, ყოველთვის რომ გსიამოვნებს მათი ყურება“, - წერენ გამომწერები.

ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას დაუვიწყარი მოგზაურობა საბერძნეთში
„ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს“ - გუკა რჩეულიშვილი ლელა კილაძეს დაბადების დღეს ულოცავს
„რა კარგი სიახლეა, გილოცავთ...“ - ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა შვილს ელოდებიან