„სამზარეულოს ომების“ ჟიურის ახალი წევრი ირაკლი ასათიანია, შეფი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ქართული სარესტორნო ბიზნესის განვითარებაში. ამჟამად ირაკლი "რედისონის" სასტუმროებს და რესტორნებს ხელმძღვანელობს საქართველოში.
შეფი თბილისში მეუღლესთან, თაკო ასათიანთან ერთად ცხოვრობს, რომლის გაცნობასაც ბაიასთან გადაცემაში საუბრისას იხსენებს. როგორც ჩანს, მაშინ, როდესაც ირაკლის მეუღლე ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა, ირაკლი მას სხვადასხვა ტკბილეულს უგზავნიდა და ასე ცდილობდა მის „მოქრთამვას“:
„კრუასანები, პატარა ნამცხვრები, 2-3 პარკს დავტვირთავდი და ვუგზავნიდი. ეს იყო მოსყიდვა. მის თანამშრობლებსაც ძალიან შევუყვარდი, მაგრამ ერთხელ, დღესასწაულზე, ყვავილები გავუგზავნე და ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, მეორე დღესვე მომიწია ტკბილეულზე დაბრუნება“. - თქვა ირაკლიმ.