რა ხანია, მსოფლიო ადევნებს თვალს მსოფლიოს ყველაზე უბედურ პრინცესად წოდებულ მონაკოს პრინცესას, შარლენის ბედს. როგორც ცნობილია, თითქმის ერთი წელია, შარლენის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია და კარგა ხანს ოჯახთანაც ვერ ჩადიოდა მონაკოში. მაშინ ეს ამბავი ინფექციას დააბრალეს - შარლენი მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენისთვის წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იყო ჩასული და სწორედ იქ აიკიდა ინფექცია. თუმცა ბევრი მაშინვე ამბობდა, რომ მისი ამდენხნიანი დაშორება ოჯახთან პირადი ტრავმებით იყო გამოწვეული. ყველასთვის ცნობილია ალბერის მექალთანეობისა და უკანონო შვილების ამბავი.
საბოლოოდ, პრინცი დათანხმდა, რომ თავის პრობლემურ მეუღლეს წელიწადში 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, რათა დარწმუნდეს, რომ შარლენი ცოლქმრულ მოვალეობებს კვლავ შეასრულებს. ცნობილია, რომ პრინცესა შარლენმა 2021 წლის დიდი ნაწილი და 2022 წლის დასაწყისი ოჯახისგან მოშორებით გაატარა.
პრინცესა სამხრეთ აფრიკაში 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი შვეიცარიაში გაფრინდა. სახლში დაბრუნება შარლენმა მხოლოდ მარტის დასაწყისში გადაწყვიტა. ფრანგული მედია ირწმუნება, რომ ალბერი მზადაა ცოლს უამრავი თანხა გადაუხადოს, რათა შარლენმა მასთან ერთად საჯარო ღონისძიებებზე იაროს.
წყვილის უკანასკნელი ერთობლივი გამოჩენა 30 აპრილს იყო, როდესაც ისინი ერთად დაესწრნენ მსოფლიო ჩემპიონატს მონაკოში.

ვინ არის ქალი, ვის გამოც პრინცმა ალბერმა საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება ცოლს - მონაკოს ახალი პრინცესა ეყოლება?
ნახევარწლიანი განშორების შემდეგ „უბედური პრინცესა“ მონაკოში დაბრუნდა... თუმცა მისმა ახალმა ფოტომ ეჭვები გააჩინა უფრო სერიოზულ დაავადებაზე