ოჯახმა დაკარგა მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, სცენამ და ეკრანმა - ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც შემოქმედებითი თვალსაზრისით უამრავი საინტერესო სახის შექმნა შეეძლო...
12 მაისს რუსთაველის თეატრში ნიკა ქაცარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება. შემოსული თანხა კი მისი ოჯახის დასახმარებლად გადაირიცხება.
ნიკას მეუღლე ნინო ბერიძე:
- ძნელია ნიკას გარეშე ცხოვრება. ჩვენთან ყველაფერი შეიცვალა - მეც შეზღუდულად
ნიკას დედა ასაკშია, წნევაც აწუხებს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ მეტად უჭირს და ბავშვებს მარტო ვერ იტოვებს... ამიტომაც მუშაობა ახლა ცოტა შეზღუდულად მიწევს...
ვერ აღგიწერთ, ნიკას წასვლით რამხელა ტრავმა მივიღე, ამ შოკური მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვდივარ. ახლა კიდევ ნიკა წულუკიძის ბავშვის ამბავმა შემძრა და მეტად დამამძიმა. მიჭირს იმის წარმოდგენა, რას განიცდის ის ოჯახი... ჩემთვის ნიკას გარდაცვალება ენით აღუწერელი ტკივილია. ამას არავის ვუსურვებ...
ჩვენ ერთად, 6 წლის მანძილზე საინტერესო პერიოდი გამოვიარეთ. ეს იყო ერთმანეთის კარგად გაცნობის, შეგუების, მეტად შეყვარების წლები... ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვიყავით, რომ ბედნიერ ცხოვრებას ვიწყებდით და ნიკა წავიდა. ძალიან განვიცდი. ხომ ამბობენ, დრო გავა და ტკივილი გაგივლისო. რა დროც უნდა გავიდეს, არ არსებობს, ეს ტკივილი დამავიწყდეს. შეიძლება ამაზე ყოველდღიურად არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემშია... ხალისი, რაც მანამდე მქონდა, დავკარგე და ალბათ, არც არასდროს დამიბრუნდება...გაგრძელება