ოჯახი

,,ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!” - დათო ხუჯაძე ოჯახსა და მეუღლეზე საუბრობს

,,ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!” - დათო ხუჯაძე ოჯახსა და მეუღლეზე საუბრობს
მომღერალ დათო ხუჯაძესა და მუსიკოსსა და ლოტბარს, ეკა დალაქიშვილს, 2021 წლის 31 დეკემბერს შვილი შეეძინათ. გოგონას ილა დაარქვეს. ეს დათოსთვის მეორე შვილია, უფროსი გოგონა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თავისი ცხოვრების უდიდეს სიხარულზე მომღერალი ,,სარკეს” უამბობს:

– 2021 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე და ჩემმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ოჯახი შევქმენით და პირველი შვილიც შეგვეძინა. ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!

– დღეს მამაკაცები ხშირად ესწრებიან მეუღლის მშობიარობას, თქვენც ხომ არ უყურეთ შვილის დაბადებას?

– არა. მე არ ვთვლი, რომ ეს აუცილებელია. ეს თანამედროვე ახალგაზრდობის ტრენდია. ვისაც ეს ტრენდი მოსწონს, შეუძლია დაესწროს თავისი ცოლის მშობიარობას. მე ასეთ ტრენდებს არასდროს ავყოლივარ. დიდი სიხარულით და მღელვარებით ველოდებოდი ჩემი შვილის ამქვეყნად მოვლინებას და ეს საქმე პროფესიონალ ექიმებს მივანდე.

– დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ცალკე ხომ არ გადახვედით?

– ჩვენ დიდი სახლი გვაქვს და ერთად ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, როგორც კარგ ქართულ ოჯახს შეეფერება. მიყვარს ჩემი სახლი, ტრადიციებს პატივს ვცემ, ვცხოვრობ წესის და რიგის დაცვით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
macaco machaladze
გაიხარე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად????????????
21:14 / 19-05-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93