მიხეილ ყაველაშვილი პარტია "ქართული ოცნების" კვოტით უკვე მეორე ვადით გახლავთ პარლამენტარი. ყოფილი სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გახლავთ.
პოლიტიკაში 2016 წლიდან მოვიდა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩაიბარა დეპუტატის მანდატი. მიხეილ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ორი წლის მანძილზე 1995-1997 წლებში საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტიში" თამაშია.
დეპუტატს მეუღლე თამარ ბაგრატიონი და სამი შვილი - მარიამი, გურამი და ელისაბედი ჰყავს.
თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან ვაჟი გიორგი ივანიშვილი ჰყავს, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა. გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია. 31 წლის ნახევარმცველმა 2 წლის წინ სასნოვიეცის „ზაგლებიესთან“ კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ბოლო წლებში საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა. ამჟამად ცხინვალის "სპარტაკის" შემტევი ნახევარმცველია...გაგრძელება