წლების განმავლობაში საქართველოს სამშობიაროებში ბავშვებით ვაჭრობდნენ, ექიმები დედებს ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილები გარდაცვლილები იბადებოდნენ, ჩვილებს კი საზღვარგარეთ ყიდდნენ. რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე დედას წლების განმავლობაში ეძებდა, სწორედ ამ ძიების დროს ახადა ფარდა ერთ-ერთ ასეთ ამბავს:
"ერთ ქალს უთხრეს, რომ ბიჭი შეეძინა და მაშინვე გარდაეცვალა. ეს ქალი ამერიკაში ცხოვრობს და იქ გაიკეთა გენეტიკური ტესტი. ამოუვიდა გოგო შვილად, რომელიც ცხოვრობს კანადაში. ანუ ბიჭი კი არ გაუჩენია, არამედ გოგო და ცოცხალია! ეს ბავშვი საქართველოდან არის მოპარული 1996 წელს.
საქმე ის არის, რომ არ სჯერა, რომ მოპარულია. კანადაში ჩვეულებრივი კულტურაა, რომ ეუბნებიან, აყვანილი ხარ, აძლევენ საბუთებს და ეუბნებიან, ეს არის დედაშენიო. იმ გოგოსთვის წარმოუდგენელია, რომ ვიღაცამ სადღაც კახეთში მოიპარა ბავშვი და კანადაში გაყიდა. არანაირად შედის მის გონებაში, რომ ჩვენთან სამშობიაროებში ასეთი რამ ხდებოდა. შესაბამისად, არ უნდა ბიოლოგიურ დედასთან კონტაქტი.
იცით, ახალი რა ამბავი გვაქვს? ქალმა ჭიათურაში გააჩინა ბავშვი. სამშობიაროში უთხრეს, მოკვდაო. ბავშვი ჭიათურიდან ერთმა ცნობილმა გინეკოლოგმა თბილისში, მეორე სამშობიაროს გვერდზე მდებარე რაღაც ოთახივით მდებარე შენობაში ჩამოიყვანა. იქ მივიდნენ თურმე ისინი, ვისაც შვილის აყვანა უნდოდათ. ოთახში დახვედრიათ 5 გოგო და ერთი ბიჭი. უთხრეს, ექვსივე შვილდება, რომელიც გინდათ, ის აარჩიეთო. აურჩევია ბიჭი და ბავშვის სანაცვლოდ გოჭი და ერთი ბრილიანტის ბეჭედი მიუტანიათ. გოჭში გაცვალეს ბავშვი! აღმზრდელმა დედამ სიკვდილის წინ უთხრა ამ ბიჭს, შენი ბიოლოგიური მშობლები არიან ესენი და ესენი და ასე და ასე გიშვილეთო", - ამბობს თამუნა.
„როგორ ვიპოვოთ ბედნიერება 50 წლის შემდეგ, როცა სილამაზე ქრება, კაცები ინტერესს არ იჩენენ და ბავშვები შენზე აღარ არიან დამოკიდებულები?“ - მსახიობი ბრიჯიტ ბარდო ბედნიერებასა და სიცოცხლის სურვილზე საუბრობს
„ნუ ითხოვთ უფლისგან დახმარებას, ის თავად გაჩვენებთ გზას“ - რა ძალა აქვს საკუთარი თავის რწმენას