გაიანეს უკვე ყველა იცნობს. ის ცნობილი გადაცემა „მასტერშეფიდან“ გახდა და მას შემდეგ უამრავი გულშემატკივარი შეიძინა თავისი კეთილი და მხიარული ხასიათის გამო. ცოტამ თუ იცის, რამდენი დაბრკოლება და ტკივილი იმალება მისი ღიმილიანი სახის უკან.
ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიას გადაცემაში გაიანემ ყოფილი ქმრისა და ოჯახური ძალადობის შესახებ ისაუბრა:
„შვილები წამართვეს. ეს არის ჩემი ტკივილი. ძალიან კარგი გოგო ვარ, მხიარული ხასიათის პატრონი, არ ვარ ბოროტი, არ ვარ ცუდი, მაგრამ ეს ტკივილი სულ ჩემთან არის. ჩემი ბავშვები ალბათ საგონებელში ჩააგდეს და უთხრეს, რომ მივატოვე, ჩემი ფეხი იმ ოჯახში აღარ ყოფილა, მაგრამ მათი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, თუკი რაიმე კარგი გაუკეთებიათ, შვილების წართმევას არავის ვაპატიებ. რაღაცას თუ აკეთებ, ბოლომდე უნდა გააკეთო. ამ ადამიანებმა ჩემი ბავშვობა დაამსხვრიეს. მთავარი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემმა ქმარმა პირველად ასწია ხელი ჩემზე“ - ამბობს გაიანე.
"რაც მეტი უბედურება მხვდებოდა, მით მეტად მხიარული და კეთილი ვხდებოდი" - გაიანე კარაპეტიანი თავის ცხოვრებაზე, შვილებისა და სიცოცხლის სიყვარულზე